ქალები იბადებიან 2 მილიონი კვერცხუჯრედის მარაგით, რომელთა რაოდენობა ასაკთან ერთად კლებულობს. ადრე დონორის კვერცხუჯრედის მსურველები იყვნენ ის ქალები რომლებსაც აღენიშნებოდათ საკვერცხეების ფუნქციის ნაადრევი გამოფიტვა (მენოპაუზა). მისი მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორი, ხანდახან ქირურგიული ჩარევა და ხშირად აუხსნელი მიზეზები. ბოლო წლების განმავლობაში კვერცხუჯრედის დონაციისადმი მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. დონორთა მომსახურების მსურველთა ასაკობრივი ჯგუფი შედგება 30-40 წლის ქალებისგან რომლებსაც უკვე ჰქონდათ ექსტრაკორპორალური განაყოფიერების რამოდენიმე უშედეგო ცდა და მათ მიერ გამოყოფილი კვერცხუჯრედები უვარგისი აღმოჩნდა ჯანმრთელი ემბრიონის განვითარებისთვის. ამ კატეგორიის ქალების ერთადერთი არჩევანი არის ორსულობა კვერცხუჯრედის დონორის დახმარებით.
თუ თქვენ გაქვთ სურვილი გახდეთ კვერცხუჯრედის დონორი
კვერცხუჯრედის დონორი შეიძლება იყოს ქალი 21-35 წლის ჩათვლით, რომელთა გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ისინი სრულიად ჯანმრთელები არიან როგორც რეპროდუქტოლოგიური თვალსაზრისით, ასევე ფსიქოლოგიურად. კვერცხუჯრედის დონაცია განუყოფელია ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისგან. როდესაც პოტენციური დედის კვერცხუჯრედი არ იძლევა განაყოფიერების საშუალებას, ის შეიძლება შეიცვალოს დონორის კვერცხუჯრედით.
ზოგადად ქალი ყოველ თვე წარმოქმნის ლიდერ ფოლიკულს, რომელიც შეიცავს ერთ კვერცხუჯრედს და კარგავს დანარჩენ არა ლიდერ ფოლიკულებს. შესაბამისი მედიკამენტოზური ჩარევა შესაძლებლობას იძლევა ისე მომწიფდეს ყველა ფოლიკული, რომ მივიღოთ კვერცხუჯრედები.
კვერცხუჯრედის დონორთა შემოწმება
თუ თქვენ გაქვთ სურვილი და აკმაყოფილებთ რამოდენიმე სამედიცინო ფსიქოლოგიურ სტანდარტებს, შეგიძლიათ გაიაროთ შემოწმება და მიიღოთ კვერცხუჯრედის დონაციის პროგრამაში მონაწილეობა.
პროგრამის ძირითადი მოთხოვნები
-- ქალები 21-35 წლამდე;
-- ჯანმრთელი ჰორმონალური მდგომარეობა;
-- სიმაღლე და წონა ნორმის ფარგლებში;
-- არ უნდა იყო მწეველი და ნარკოტიკების მომხმარებელი;
-- უნდა გყავდეთ მინიმუმ ერთი შვილი.
კომპენსაცია
თქვენი გადაწყვეტილება კვერცხუჯრედის დონორად გახდომის შესახებ უდიდესი საჩუქარია! დონორს ეკუთვნის ფულადი კომპენსაცია არა მარტო დახარჯული დროისა და პროგრამაში მონაწილეობისათვის, არამედ დონაციის შემდგომი განვითარების ხელშეწყობისათვის.
ანუ როგორც მივხვდი სუროგატობისგან ბევრად უფრო განსხვავებული რამეა, მხოლოდ კვერცხუჯრედი უნდა გადაუნერგო.
ReplyDeleteმივიღებდი მონაწილეობას მწეველი რომ არ ვიყო.
დიახ დიახ მხოლოდ კვერცხუჯრედის გადანერგვაა საჭირო..
ReplyDeleteცუდია რომ ვერ შეძლებ :(( ..
თუ იცნობ ვინმე არამწეველს,სიკეთის გამკეთებელს და ა.შ : )
შეგიძლია უთხრა ასეთი კოპანიის შესახებ :).. თუ რამეა აქ ვარ ;)
შვილი არ მყავს ჯერ ჯერობით თორემ დიდი სიამოვნებით მივიღებდი მეც მონაწილეობას.. აი შემდეგში ვნახოოოთ :))
ReplyDelete